|
2025-10-07 15:39:12, 1008 ნახვა
პოლიტიკა
არ ცნობენ დანაშაულად, ამბობენ რომ ჩაიდინეს პატრიოტული მოტივით - პროკურორი 4 ოქტომბერზე
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდების მხარის წარმომადგენელმა, პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საქმის დეტალების შესახებ ისაუბრა. ცნობისთვის, ნადირაძეს, ზოდელავას, ბურჭულაძეს, მანჯგალაძეს და ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პატიმრობა შეუფარდა. პროკურტურის განცხადებით, ბურჭულაძეს, ზოდელავას და ნადირაძეს ბრალდება სსკ-ს 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და 317-ე მუხლით, მოწოდება საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ წარედგინათ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალდება სსკ-ს 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორის თქმით, "არცერთი ბრალდებული არ უარყოფდა ფაქტობრივ გარემოებებს, ისინი არ ცნობენ ამას დანაშაულად და ამბობენ, რომ ეს ჩაიდინეს მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტული მოტივით". "ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ბრალდებულების მოწოდებები და მათ შორის მათი აქტიური ქმედებები დანაშაულის ჩადენის დროს. არცერთ ბრალდებული არ უარყოფდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ ტელევიზიით. ამ ყველაფერს ისინი არ ცნობენ დანაშაულად და ამბობენ, რომ ეს ჩაიდინეს მხოლოდ და მხოლოდ "პატრიოტული მოტივით" ფაქტობრივ გარემოებებს და ქმედებებს სადავოს არ ხდიან, რომ მათ მიერ მოხდა აღნიშნული ქმდების განხორციელება და ჩადენა. [...] სისხლის სამართლი საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა - საქმეში მოიპოვება მოწმეთა გამოკითხვების ოქმები, რომლებმაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს და დაზარალდნენ ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებებით. არსებობს სხვადასხვა სახის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა [...] სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით გაანცხადება გააკეთა, მხარეთა შუამდგომლობაზე აცილებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა - ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარეს და მიგვაჩნია, რომ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წარსულში ქალბატონი მოსამართლე იკავებდა რაიმე სახის თანამდებობას, არ მიანიშნებს იმაზე, რომ ის შეიძლება იყოს მიკერძოებული". - თქვა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)