17:10 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-02 20:16:34, 1114 ნახვა

პოლიტიკა
ალავიძე: ივანიშვილის ადვოკატმა მითხრა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს

ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ, საქმის გამოძიების დროს, უთხრა, რომ რუსთავი 2-ის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს.

ალავიძის მტკიცებით, კალანდაძემ ასევე უთხრა რა გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა კიწმარიშვილის საქმეზე და სანაცვლოდ ფული შესთავაზა.

აღნიშნულის შესახებ ალავიძე კახა წიქარიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საუბრობს.

"ლაშა კალანდაძემ პაატა ქათამაძეს სთხოვა ჩემთან შეხვედრა. შევხდით ორჯერ თუ სამჯერ. ლაშა კალანდაძემ მთხოვა ასეთი რამ, რომ მაგ საქმეშიო ეროსიო მოკლეს, ახლა ეროსის უნდა მოაგებინო, მისი უფლებადამცველი ვინც არის ბიძინა გადაუხდისო მაგ თანხასო. ეგ საქმე ეგრევე უნდა მოაგვაროო. შენც მოგცემთ თანხასო. ირაკლი შოთაძესთან, რომელიც მაშინ გენერალური პროკურორი იყო, ეს უკვე მოგვარებულიაო. ის გარანტიებს მოგცემსო, შენ რომ თანხას მოგცემენ, არ დაგიჭერენო". - თქვა ალავიძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძემ 2024 წლის 28 მაისს ტელეკომპანია TV პირველთან საუბრისას მოსამართლეების მდუმარე პროტესტის შესახებ თქვა, რომ ხელისუფლება სასამართლოს აშინებს და ამის საკუთარი პირადი მაგალითები მოიყვანა.

ალავიძეს თქმით, ერთ-ერთი საქმესთან დაკავშირებით დაემუქრნენ, რომ თუ ივანიშვილისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, "ტვინს გაასხმევინებდნენ". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics