19:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-27 11:50:47, 1151 ნახვა

პოლიტიკა
პეტრიაშვილი გაეროში რუსეთის არხსენებაზე -რა მნიშვნელობა აქვს?

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი გენო პეტრიაშვილი ამბობს, რომ ოცნების პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს გაერო-ში "არაჩვეულებრივი" გამოსვლა ჰქონდა.

კითხვას, ახსენა თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ში გამოსვლის დროს რუსეთი, გენო პეტრიაშვილი კითხვითვე პასუხობს: "არსებითი მნიშვნელობა აქვს?".

"თქვენ არასწორად ამბობთ. ოკუპაციაზე ჰქონდა [საუბარი]. ვის აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები? ძალიან კარგად თქვა, მთელი თავისი სიტყვა იყო არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი სიტყვა ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს და ყველა მტკივნეულ თემას შეეხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის.

ის რომ რუსეთი ოკუპანტია და პირადად ჩემი სოფელი აქვს ოკუპირებული, ჩვენი ტერიტორიების 20%, ამას, რა ვიცი, ყველა აღიარებს და ყველა ამბობს. ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა და რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო... ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს? [ახსენა თუ არა რუსეთი?], ოკუპაციაზე ილაპარაკა, მშვიდობაზე ილაპარაკა, ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა", - ამბობს პეტრიაშვილი.

ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა და თქვა: "მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას".

ამ კონტექსტში მას არ უხსენებია რუსეთი, ყურადღება გაამახვილა ტერიტორიულ მთლიანობაზე და მიმართა "საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics