|
2025-09-25 21:33:42, 2597 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის სვილები არა საჯარო არამედ კერძო სკოლაში სწავლობენ, რომელიც მას გასულ წელს, 38 347 ლარი დაუჯდა
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2025 წელს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შვილებს კერძო სკოლაში ასწავლის. - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელები წერს. კობახიძეს ორი შვილის სწავლის საფასური წელიწადში 38 347 ლარი დაუჯდა. „ევროპულ სკოლაში“ ასწავლის შვილებს „ოცნების“ შს მინისტრი გეკა გელაძეც, სადაც გარემოც უსაფრთხოა, კვების სისტემაც მოწესრიგებულია და განათლებაც ბავშვზეა ორიენტირებული. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით და ტექნოლოგიებით. სკოლის ვებ-გვერდზე წერია, რომ 2019 წელს “ევროპულ სკოლას” ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცა. “ევროპული სკოლა“ წარმატებული საერთაშორისო სკოლაა, რომელმაც ქართულ კომპანიებს შორის ოქროს რეიტინგი მოიპოვა. 2021 წელს “ევროპული სკოლა“ “ოქროს ბრენდის” ჯილდოს მფლობელი გახდა. “ევროპული სკოლა“ რეგიონის წამყვანი სკოლაა. იგი 2021 წლიდან, აზერბაიჯანის ევროპულ სკოლასა (აზერბაიჯანი) და ნაზარბაევის ინტელექტუალურ სკოლებთან (ყაზახეთი) ერთად, არის კავკასიისა და ცენტრალური აზიის საერთაშორიოსო ბაკალავრიატის (IB) მსოფლიო სკოლების ასოციაციის (CCAAIBWS) დამფუძნებელი, ატარებს რეგიონულ კონფერენციებს, ვორქშოფებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, საქმიანი კავშირებისა და ურთიერთობების დამყარებას.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)