|
2025-09-16 14:55:09, 2784 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელიამ ზაჰესის იზოლატორში ელენე ხოშტარია მოინახულა
ოპოზიციონერი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზეა დაკავებული, ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ეკა ბესელიამ მოინახულა. ბესელიას თქმით, „ცვლილებისთვის“ კოალიციის ლიდერი თავს მხნედ გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „მინდოდა პირადად დამედგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მენახა, რა პირობებში იმყოფება. ელენე, როგორც ყოველთვის, მხნეა და იმედიანია. თვითონ აღნიშნა, რომ კორესპონდენციის შეზღუდვის გარდა სხვა პრობლემები არ აქვს. აღნიშნა, რომ იზოლატორში მასთან დამოკიდებულება ნორმალურია და არც არაეთიკური, არც არაკანონიერი და არც უპატივცემულო დამოკიდებულება არ დაფიქსირებულა,“ – განაცხადა ბესელიამ. ბესელიას თქმით, ხოშტარიას ქმედება დანაშაულად ვერ ჩაითვლება: „ბანერზე წარწერის გაკეთება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. სასაცილოა, რომ დღეს ამაზე ვლაპარაკობთ. დაკავების საფუძველი უკანონოა – მას ბრალი ჯერაც არ წარედგინა. სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი ფორმულირება არ არსებობს. ადამიანები სასიკვდილოდ დაამახინჯეს და გამოძიება არ დაწყებულა, მაშინ როცა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა. იმედი მაქვს, გონიერება ეყოფათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური შურისძიების იარლიყი აღარ მიეკრას,“ – განაცხადა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)