22:18 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 13:31:28, 1126 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი სკოლებში უფასო კვებას უნდა მოხმარდეს

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ, ახალი სასწავლო წლის დაწყება მშობლებსა და მოსწავლეებს მიულოცა და ყურადღება სკოლებში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. კუპრაძის განცხადებით, საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილობა ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რაც თბილისში 200 ათას მოსწავლეს აწუხებს.

„ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სკოლაში მწვავე შიმშილობას განიცდის, რაც უარყოფითად აისახება მათ შესაძლებლობებსა და განვითარებაზე. სახელმწიფოს კი ამაზე პასუხი არ აქვს“, — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისი თქმით, ბავშვთა შიმშილობა უკავშირდება საერთაშორისო PISA-ს კვლევის შედეგებსაც, სადაც ქართველ მოსწავლეებს ბოლო ადგილები უკავიათ: წაკითხულის გააზრებაში — 66-ე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში — 60-ე, ხოლო მათემატიკაში — 66-ე ადგილი 81 ქვეყანას შორის.

კუპრაძემ მაგალითად წალენჯიხა მოიყვანა, სადაც ოპოზიციურმა კოალიციამ სკოლებში უფასო კვება უკვე დანერგა. ის მიიჩნევს, რომ იგივე მოდელი თბილისშიც უნდა განხორციელდეს.

„შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რათა 200 ათასმა მოსწავლემ ჯანსაღი კვება მიიღოს სასწავლო პროცესის განმავლობაში. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში. ჩვენი მთავარი დაპირება სწორედ ესაა“, — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics