|
2025-09-12 16:15:49, 3577 ნახვა
ეკონომიკა
მობილბანკში იგებ - საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი
საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკში გათამაშება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობილბანკში შესვლით, ავტომატურად ჩაერთონ გათამაშებაში, დააგროვონ ბილეთები და მოიგონ თანხა 650 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდიდან. როგორ გროვდება ბილეთები?
გათამაშება 4 თვის განმავლობაში გრძელდება. ყოველი თვის ბოლოს სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდება, საპრიზო ფონდი თითოეულ თვეზე 50 000 ლარია, რის შემდეგაც ფინალი გაიმართება, სადაც ნახევარი მილიონი გათამაშდება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეგროვება ყოველთვე ახლიდანაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მოგების შანსი ყოველთვე ექნებათ. ფინალში მონაწილეობას წინა თვეებში დაგროვებული ყველა ბილეთით შეძლებენ, მონაწილეობისთვის კი მობილბანკში დეკემბერში შესვლაც საჭიროა. გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს. განაახლე მობილბანკი, ან თუ ჯერ არ სარგებლობ აპლიკაციით, გადმოწერე მარტივად და ჩაერთე გათამაშებაში. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში. ბანკის მობილბანკს ყოველთვიურად 1 700 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. აპლიკაცია სრულად მომხმარებლის საჭიროებებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზეა მორგებული და ყოველდღიურობის გასამარტივებლად უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის. მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)