01:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 15:08:44, 1457 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძემ ციხე დატოვა და პირველი შეფასება გააკეთა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. 

ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების წინ პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. 

გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს ძლიერ საქართველოს - სწორედ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე.

მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის სხვადასხვა ტაქტიკა გვაქვს, მიზანი გვაქვს ყველას ერთი - ეს მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ამ მიზნისთვის ძლიერ საქართველოს არასდროს უღალატია, ამ ბრძოლას გააგრძელებს.

მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად.

რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში.  - თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics