|
2025-09-03 13:10:01, 1063 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პარლამენტმა სუსის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა
„ქართული ოცნების” პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. პლენარულ სხდომამდე მდინარაძეს „ოცნების” პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა დახურულ სხდომაზე მოუსმინა. „ვულოცავთ მამუკა მდინარაძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტში გასწია. მოყვარემაც და რაც მთავარია, მტრებმაც კარგად იციან, თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში და ზუსტად, ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი იქნება. ის კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობის ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს იმ რეგიონულ გაურკვევლობასა და ტურბულენტობაში, რომელსაც საქართველო გადის. მდინარაძემ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 4 აპრილიდან ხელმძღვანელობდა. მამუკა მდინარაძე 2016 წლიდან „ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის დეპუტატი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)