|
2025-09-02 12:28:57, 531 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ფიშერზე - მისი მიმართვა ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს
„მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი, რადგან, პირველ რიგში, იმ ქვეყანას აზიანებენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებული მიმართვის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, განცხადება ელჩის მხრიდან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს, არის შეურაცხმყოფელი და სცდება დიპლომატიურ ჩარჩოებს. „დღეს, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი. მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ და არ უნდა აძლევდეს საშუალებას ქვეყანა, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი. ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოადგენს. ჩვენ გერმანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს. როდესაც ვხედავთ თავხედობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელჩის მხრიდან, ეს ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)