|
2025-09-01 21:49:04, 640 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ,,წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და „ოპოზიციურ რვიანთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ,,წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და „ოპოზიციურ რვიანთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,წინააღმდეგობის პლატფორმა” არ დაშლილა, თუმცა მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა „რუსული რეჟიმის“ ციხეშია, რაც შეეხება „ოპოზიციურ რვიანს“, განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შეიქმნა ,,წინააღმდეგობის პლატფორმა”, რომელიც არ დაშლილა, თუმცა მასში მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა ამჟამად რუსული რეჟიმის მიერ ციხეშია გამოკეტილი. რაც ეხება ოპოზიციურ რვიანს, რომელიც ,,წინააღმდეგობის პლატფორმის” შექმნის შემდეგ, მოგვიანებით ჩამოყალიბდა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება”, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)