|
2025-08-27 16:53:08, 628 ნახვა
პოლიტიკა
ალექსი ახვლედიანმა ასევე ცალსახად გამორიცხა რიჟვაძის მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლის არსებობა
ბატონ მამუკას [მდინარაძეს] დღემდე არ შევხვედრილვარ, საერთოდ თვალით არა მყავს ნანახი - შესაბამისად არც ყოფილა! - ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა კითხვას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თუ არა მამუკა მდინარაძე. ახვლედიანმა ასევე გამორიცხა რიჟვაძის მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლის არსებობა. ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა თორნიკე რიჟვაძე დაბარებული სუს-ში, ახვლედიანმა განაცხადა, რომ მას მსგავსი არაფერი სმენია. „მამუკა მდინარაძის ბიოგრაფია წავიკითხე და შს სამინისტროში ერთსა და იმავე პერიოდში გვიმუშავია. ჩემდა სამწუხაროდ, მამუკა მდინარაძეს არ ვიცნობ და ერთ სივრცეშიც არ ვართ ნამყოფი. რაც შეეხება ზეწოლას, სად გაგიგიათ, რომ უმცროსი შვილის თანდასწრებით, მომსახურე ქალის თანდასწრებით და ჩემი უახლოეს ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით უნდა ჰქონოდა ზეწოლა? - მე, მამამისს თუ მის სიძეს?! თორნიკეს ერთი ძალიან ცუდი თვისება ჰქონდა, რომელზეც მუდმივად მქონდა ხელჩართული ბრძოლა - ვთქვათ, დაიწერა ჩემზე რამე, შეიძლება წავიკითხე ან არც წავიკითხე, მას ტელეფონი ეჭირა და უნდა ჩაჰყოლოდა კომენტარის კომენტარის კომენტარს. ვეუბნებოდი: თორნიკე ეს შენ ჭკუიდან გადაგიყვანს, არ შეიძლება ასე, რადგან მილიონი უსაქმურია და მილიონი გაბოროტებული ადამიანია! ადამიანს, რომლის მიმართაც აქვთ კითხვები, რომელზეც არის ზეწოლა, მას ელჩობას უპირებენ?!“, - განაცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)