|
2025-08-21 19:13:33, 1264 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა გახარიას მიმართავს - ტროლად და ჯამბაზად ქცეულო, ნუ ემალებით რაზმაძის იმპიჩმენტს
“ტროლად და ჯამბაზად ქცეულო, ნუ ემალებით რაზმაძის იმპიჩმენტს – შეუერთდით მოღალატე თავმჯდომარის გადაყენებას!” - “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გახარიას მიმართავს “მართლაც რომ ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ: გორის საკრებულოს თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრებს, გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტის პროცედურას გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ. ეს არის ის სამარცხვინო მოღალატე, რომელიც ოკუპანტებს, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს, საქართველოს მაოხრებლებს მშვიდობისმყოფელებს ეძახის, ხოლო ჩვენს გმირ სამხედროებს ხულიგნებად მოიხსენებს.
ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ეროვნული ღირსების მისხალი გააჩნია, ამ სამარცხვინო მოღალატეს არა მხოლოდ მოხსნიდა, მას პასუხისგებაში მისცემდა ღალატის მუხლით. მაგრამ ივანიშვილის რუს-ქოცობაში, ეს მოღალატე ოჯახური ბიზნესებით ფულს ხაფავს მათ შორის რუსეთში. მისი სიძე, დის ქმარი, ვინმე ვახტანგ კარიჭაშვილი, უჩა მამაცაშვილთან წილებში ზის. თუ თქვენც წვრილფეხა კორუფციონერები არ ხართ ან რუს-ქოცების კოლაბორაციონისტები, რატომ დაიმალეთ? დროულად შეუერთდით ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მოღალატე დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით!“ - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)