05:12 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-13 14:57:06, 1344 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია - საქართველო აკმაყოფილებს უვიზო მიმოსვლის ტექნიკურ-პოლიტიკურ მხარეს

საქართველო სრულად აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ-პოლიტიკურ მხარეს, ბინძური კომპონენტის შემოტანა კი მეტყველებს ბრიუსელში „დიფ სთეითის“ ხელდასმულ პოლიტიკოსებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კურცხალიას კითხვა დაუსვეს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვს და სანაცვლოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება. იოზვიაკის ვარაუდით, ქვეყნების საჭირო რაოდენობა ამისთვის უკვე არსებობს.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყველა კანონი საზოგადოების დაკვეთა იყო.

„არჩევნების ჭრილში თუ განვიხილავთ და ბრიუსელიდან ვინმე ცდილობს არჩევნებს დაუკავშიროს, ძალიან ცდებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა კანონი, რომელიც მიღებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან და, განსაკუთრებით ეს კანონები, არის საზოგადოების დაკვეთა. არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებთ, ვერაფრით აუხსნიან ქართველ ერს, როგორ შეიძლება ევროკავშირის ღირებულებები და ფასეულობები გადიოდეს გაუმჭვირვალობაზე, ოჯახური ღირებულებების საწინააღმდეგო, ლგბტ თემის პროპაგანდის გავრცელებაზე. სრულიად ამორალური მოთხოვნაა და აცდენილი რეალურად ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს. ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ იმ ბიუროკრატიას და დიფ სთეითის მიერ ხელდასმულ პოლიტიკოსებს ევროპელი ხალხისგან, ღირებულებებისგან და ფასეულობებისგან.

„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც არის ეროვნული და სუვერენული და რაზეც ამაყი და თავმოყვარე ქვეყანა დგას. ჩვენი ისტორიის მქონე ქვეყანაში ვერავინ ვერ გვიკარნახებს და ვერავინ იტყვის, თითქოს გაუმჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი და ოჯახური ღირებულებები არ არის ევროპული სტანდარტი და ლგბტ თემის პიარი არის ევროპული სტანდარტი. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ამ გზით სვლას, რომლითაც მიდის და რომელი გზაც არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ეს არის სრულიად ამორალური მოთხოვნა. ბრიუსელში ამაზე საუბრის და დისკუსიის წამოწყებაც არის სრულიად ამორალური. ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი ტექნიკური მხარე, ტექნიკურ-პოლიტიკური, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სრულიად აკმაყოფილებს. ასეთი ბინძური და ამორალური კომპონენტის შემოტანა მეტყველებს , იმ ბიუროკრატიაზე და ე.წ. დიფ სთეითის მიერ ხელდასმულ პოლიტიკოსებზე ბრიუსელში“, – განაცხადა კირცხალიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი