|
2025-08-13 14:27:20, 1195 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - კორუმპირებული რეჟიმი ხალხის მოტყუებას ცდილობს
მმართველი არალეგიტიმური რეჟიმის რუსული პროპაგანდა, რაც ომის თემით მოქალაქეების დაშინებას შეეხება, ვფიქრობ, რომ დღეს კრახის წინაშე დგას, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების" მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, რომელიც ომსა და მშვიდობას შეეხება. სამადაშვილის თქმით, „კორუმპირებული რეჟიმი ხალხის მოტყუებას ცდილობს“. „ყველამ ერთად ვიხილეთ დასავლეთის თანამონაწილეობით, როგორ შედგა რეალური მშვიდობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, როგორ შეიქმნა ახალი შესაძლებლობები ამ ქვეყნების დასავლეთთან დაახლოებისთვის იმ ფონზე, როდესაც მშვიდობის უზრუნველყოფაც სწორედ დასავლურმა მხარდაჭერამ და ჩართულობამ უზრუნველყო ამ რეგიონში. ამ ფონზე, ეს ომით დაშინების პროპაგანდა არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კახა კალაძე საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიაში იმ ადგილების სურათებს იყენებს თბილისში, სადაც ტრაგიკულად დაიღუპა პატარა ბავშვი, რადგან უსაფრთხოების არცერთი ნორმა არ არის დაცული კორუფციის ფონზე, რომელიც ყვავის დღეს თბილისში და ზოგადად, საქართველოში. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ დღეს მათ მოტყუებას ცდილობს კორუმპირებული რეჟიმი ერთადერთო მიზეზით, რომ გააგრძელოს ხალხის ძარცვა, საკუთარი სიმდიდრის გაზრდა და ამის ხარჯზე, უზრუნველყოს საკუთარი ოჯახების ხანგრძლივი კეთილდღეობა ქართველი ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე",-განაცხადა სამადაშვილმა. გარდა ამისა, მან 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ უახლოეს მომავალში მერობის კანდიდატს წარადგენენ. „მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და როდესაც მზად ვიქნებით, საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ ჩვენი კანდიდატების ვინაობას“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)