|
2025-08-13 11:28:32, 1272 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში „ქართულ ოცნებაზე“ უკიდურესად კრიტიკულია
“ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში “ქართულ ოცნებაზე” უკიდურესად კრიტიკულია და “მეგობარი აქტის” მიღებას აჩქარებს.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ლევან სანიკიძის განცხადებით - “ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახდეპის ანგარიში. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, სადაც უკიდურესად კრიტიკული გზავნილებია “ქართული ოცნების” მიმართ. საუბარია ძალადობაზე, მედიის მიმართ განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე, რაც ჩემი აზრით პირდაპირ აჩქარებს “მეგობარი აქტის” მიღების პროცესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებას” დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არანაირი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შემოდგომის დასაწყისშივე მოხდება “მეგობარი აქტის” მიღება, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებას და ამავე დროს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს “ქართული ოცნების” რუსულ რეჟიმს.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)