|
2025-08-12 15:34:58, 1370 ნახვა
პოლიტიკა
მედიის მძიმე მდგომარეობა საქართველოში - პოლიტიკური დევნა, სისტემური ძალადობა, რეპრესიული კანონმდებლობა
მედიის ადვოკატირების კოალიციამ (MAC), ჟურნალისტების დაცვის კომიტეტთან (CPJ) პარტნიორობით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 55-ე სესიისთვის მომზადდა. დოკუმენტი ასახავს მედიის თავისუფლების კატასტროფულ გაუარესებას 2021-2025 წლებში და “ქართული ოცნების” ავტორიტარულ მიმართულებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამო მიმდინარე მასობრივი პროტესტის ფონზე. პოლიტიკური დევნა, სისტემური ძალადობა, რეპრესიული კანონმდებლობა, დაუსაბუთებელი უარი ქვეყანაში შემოსვლაზე, სამართლებრივი დევნა, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, დეზინფორმაცია - ეს ის ძირითადი მიგნებებია, რომლებზეც ანგარიშში არის საუბარი. ძირითადი მიგნებები: პოლიტიკურად მოტივირებულ დევნა: ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ბრალდება კრიტიკულად შეფასებულია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. სისტემური ძალადობა: ასობით დოკუმენტირებული ინციდენტები ჟურნალისტებზე თავდასხმისა, განსაკუთრებით პროევროპული პროტესტების დროს (2024 წლის ნოემბერი – 2025 წლის მაისის პერიოდში), ძირითადად პოლიციის მხრიდან; რეპრესიული კანონმდებლობა: რეპრესიული კანონების მიღება მედიის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით. კერძოდ, გაფართოებული სანქციები მაუწყებლების მიმართ; შეზღუდვები უცხოურ გრანტებზე; გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესუსტება. დაუსაბუთებელი უარი ქვეყანაში შემოსვლაზე: 2022 წლიდან გაიზარდა უცხოელი ჟურნალისტების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებაზე უარის შემთხვევათა რაოდენობა. პარლამენტის ახალი წესები, რამაც გამოიწვია დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის შეჩერება. სამართლებრივი დევნა: 2021 წლიდან 40-ზე მეტი SLAPP სარჩელი კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა: საჯარო ინფორმაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტებთან წვდომის გაუარესება. დეზინფორმაცია: დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანი საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაციაა. ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს დრამატულ ცვლილებას რეგიონული დემოკრატიული ლიდერიდან ავტორიტარულ სახელმწიფოსკენ, რომლის სამიზნე დამოუკიდებელი მედია წარმოადგენს. ანგარიში სრულად: https://shorturl.at/iwprL
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)