|
2025-08-08 14:48:29, 1305 ნახვა
პოლიტიკა
კუპრაძე - ივანიშვილი, კობახიძე საქართველოს ტოვებენ დაცვის და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე
„ქართული ოცნების“ ლიდერები, პერმანენტულად ადანაშაულებენ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში - „ქართული ოცნება“, ივანიშვილი, კობახიძე და სხვები საქართველოს ტოვებენ დაცვის გარეშე და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. ამ ყველაფერს ერთი პასუხი სჭირდება, „ქართული ოცნების“ დასჯა! სილის გაწვნა! მათი გაშვება ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში, მრავალჯერ დამტკიცდა და დადასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, თავდასხმის შედეგად ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლა. „ქართული ოცნების“ ლიდერები, პერმანენტულად ადანაშაულებენ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში. ამ წლების განმავლობაში, მრავალჯერ დამტკიცდა და დადასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, თავდასხმის შედეგად ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლა. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები. „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძე, ისინი, რომლებიც პუტინის მსგავსი გზავნილებით ესაუბრებიან ქართულ საზოგადოებას, მოღალატეობრივ საქმიანობაში არიან ჩართულები, საქართველოს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, თავდასხმის, ომის [რომელიც აწარმოვა რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ საქართველოს წინააღმდეგ] საპასუხოდ ავაშენოთ სამართლებრივი, დემოკრატიული, ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელიც მზად იქნება პარტნიორებთან ერთად დაიცვას საკუთარი თავი. ამისთვის გვჭირდება ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, რასაც ანადგურებს და კლავს „ქართული ოცნება“, ივანიშვილი, კობახიძე და სხვები. ისინი ტოვებენ საქართველოს დაცვის და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. ამ ყველაფერს ერთი პასუხი სჭირდება, „ქართული ოცნების“ დასჯა, სილის გაწვნა! მათი გაშვება ხელისუფლებიდან“,- აღნიშნა კუპრაძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო აგვისტოს ომი, რითაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ „არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები“. „8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია - ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება“, - განაცხადა კობახიძემ.
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)