|
2025-08-05 15:27:47, 2612 ნახვა
პოლიტიკა
შემოსავლების სამსახური - აჭარაში სანქცირებული საწვავის მქონე გემის შესახებ განცხადება დეზინფორმაციაა
საქართველოს შემოსავლების სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს. სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 3 აგვისტოს აჭარის საზღვაო პორტში ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი შევიდა, თუმცა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება არც გემზე, არც მის კუთვნილ კომპანიაზე და არც მასზე განთავსებულ ტვირთზე. „წელს, 3 აგვისტოს, აჭარის პორტში ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი CAPIBARA შემოვიდა, რომელიც ერთ-ერთი რუსული კომპანიისგან ქართული კომპანიისთვის გაგზავნილ 15 000 ტონა დიზელის საწვავს გადაჰქონდა, რომელიც იმპორტის საბაჟო პროცედურებისთვის იყო განკუთვნილი და რომელიც ერთ-ერთი რუსული კომპანიისგან ქართულ კომპანიას გაეგზავნა (სააგენტო თავს იკავებს კომპანიების დასახელებისა და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ გემი და გემის მფლობელი კომპანია არ ექვემდებარებიან საერთაშორისო სანქციებს. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტვირთზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება, რადგან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დადგენილი ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, გემი გადმოიტვირთა და ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად იმპორტის პროცედურაში მოექცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბაღვაში პორტში იმყოფება გემი, რომელიც სანქცირებული რუსული დიზელის საწვავს, „გაზპრომ ნეფტს“ გადააქვს. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ნავთობტანკერი „კაპიბარა“ 15 000 ტონა დიზელის საწვავს გადააქვს და აღნიშნული ტვირთის მიღებასა და ანგარიშსწორებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი აკონტროლებს.
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)