|
2025-08-02 15:17:22, 2155 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ეს ყველაფერი ცარიელი მუშტების ქნევაა
ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია, თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. არჩევნებამდე დარჩენილია დაახლოებით 2 თვე და თბილისის მერობის კანდიდატზე ოპოზიციაში ვერ არიან ჩამოყალიბებული - გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, 2016 წლიდან მოყოლებული ოპოზიცია ვერც ერთხელ ვერ შეძლო, თავისი გეგმები განეხორციელებინა. „არჩევნებამდე დარჩენილია დაახლოებით 2 თვე და თბილისის მერობის კანდიდატზე ოპოზიციაში ვერ არიან ჩამოყალიბებული. კანდიდატებზე ვისზეც არის საუბარი, ეს მეტყველებს, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს, ეს მათი საქმეა. არ გვაინტერესებს როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის, ჩვენთვის საინტერესოა თუ როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ აქტიურად ვემზადებით, გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს. ჩვენ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და მთლიანად ამ დღის წესრიგით ვმოქმედებთ. ხედავთ, რომ ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია, თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები და დავალებები ასეთია, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება, ახლა კიდევ უფრო არიან დასუსტებულები. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, რაც მათ დადებითად არ ახასიათებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)