13:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-24 13:53:13, 1531 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე მეგობარ აქტზე- დოკუმენტი გაჯერებულია სიცრუით და ცილისწამებით,

„მეგობარი აქტი“ გაჯერებულია სიცრუით და ცილისწამებით,  გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა - პატივცემულ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს, -  ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ შეჩერებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, მისთვის უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული „მეგობარ აქტთან“  დაკავშირებით. 

„რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული აღნიშნულ აქტთან დაკავშირებით, არ ვიცი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აქტი სრულად გაჯერებულია სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილით. უკვე გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აქტში. სულ 360 ათასია გადახდილი, ხოლო კონკრეტულ კონგრესმენს, პატივცემულ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ ინფორმაციით გააჯეროს აღნიშნული დოკუმენტი. ეს არის მოცემულობა, რეალობა და ეს არის სიმართლე, რაც ცნობილი გახდა FARA-ს კანონით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ყველა ხვდება, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში FARA-ს ანალოგიური კანონის მიღებას.   

„ზოგადად, აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა არ იქნებოდა, რომ არა ის შემოტევები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვიხილეთ. თუმცა, არავის არაფერი გამოუვა - ჩვენ ხალხთან ერთად დავიცავთ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics