|
2025-07-18 13:59:11, 2693 ნახვა
ეკონომიკა
ავტოპარკის მოქნილი და ეფექტიანი მართვა - საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში „ევროპქარი“ „სოკარ ჯორჯია გაზს“ 75 ავტომობილს მიაწვდის
ავტოგაქირავების კომპანია „ევროპქარ ჯორჯია“, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზთან“ თანამშრომლობას აფართოებს. საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში, „ევროპქარი“ ავტოპარკის სრულ მართვაზე იღებს პასუხისმგებლობას და ენერგეტიკის სფეროში უმსხვილეს ინვესტორს 75 ავტომობილს გადასცემს. Toyota Hilux-ის მოდელებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად მიიღებს. პირველ ეტაპზე 11 ავტომობილის მიწოდებაა გათვალისწინებული. დამკვეთი ყველა იმ უპირატესობით ისარგებლებს, რასაც „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ევროპქარ ჯორჯია“ კორპორაციულ მომხმარებელს საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში სთავაზობს.
ნინო პატარაია, „ევროპქარ ჯორჯიას“ საოპერაციო დირექტორი: „ევროპქარ ჯორჯიასა“ და „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მოხარულები ვართ, რომ ახლა კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა. 5-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში ვიღებთ ვალდებულებას, 75 მანქანით დაკომპლექტებული ავტოპარკი სრულად ვმართოთ - ყოველ სამ თვეში შევამოწმოთ ავტომობილების მდგომარეობა, გავუწიოთ სათანადო სერვისი და ყველა საჭირო დეტალზე ვიზრუნოთ. საოპერაციო ლიზინგი შესაძლებლობას ქმნის, კომპანიამ უფრო ეფექტიანად მართოს როგორც შრომითი რესურსები, ისე საოპერაციო ხარჯები და საქმიანობა უწყვეტად, შეუფერხებლად წარმართოს. მთელ ამ პროცესში, ცხადია, ზურგს გვიმაგრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ მრავალმხრივი პორტფელი, 30-წლიანი გამოცდილება სერვისში და ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვფიქრობთ, საოპერაციო ლიზინგი სტრატეგიულად მოგებიანი გადაწყვეტაა კომპანიებისათვის, რომელთა ძირითადი საქმიანობა არ არის საავტომობილო ინდუსტრია. დარწმუნებულები ვართ, რომ „სოკარ ჯორჯია გაზთან“ თანამშრომლობის ახალი ეტაპი წარმატებული და ეფექტიანი იქნება“. „სოკარ ჯორჯია გაზს“ „ევროპქარ ჯორჯია“ ავტომობილებს ეტაპობრივად გადასცემს. პროცესი სრულად წლის ბოლომდე დასრულდება.
მარიკა ჯაფარიძე, „სოკარის“ მთავარი იურისტი: „მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ვთანამშრომლობთ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში, „ევროპქარ ჯორჯიას“ შერჩევა შესაბამისად გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე განხორციელდა. „ევროპქარ ჯორჯიას” მიერ შემოთავაზებული პირობები სრულად მისაღები აღმოჩნდა „სოკარ ჯორჯია გაზი“-სთვის, რომელიც გათვლილია დამკვეთის სრულ კომფორტზე. „ევროპქარ ჯორჯიას“ გუნდი ისეთ დეტალებზეა ორიენტირებული, რაც ჩვენს თანამშრომლობას გვჯერა, რომ ნაყოფიერს გახდის”. საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა, ავტომობილის ფლობისაგან განსხვავებით, არაპროგნოზირებადი ხარჯებისაგან დაცვის გარანტიას ქმნის. აღარ არის აუცილებელი ერთჯერადი მსხვილი ინვესტიცია, ტექნიკური პერსონალის დაქირავება მუდმივი ზედამხედველობისთვის და სარემონტო სერვისი. საოპერაციო ლიზინგი ამ პროცესს სრულად ანაცვლებს და ბიზნესს სთავაზობს:
„ევროპქარ ჯორჯიაში“ აღნიშნავენ, რომ საოპერაციო ლიზინგზე ბოლო წლებში მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რასაც მონაცემებიც ადასტურებს - ამ მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში „ევროპქარ ჯორჯიას“ ყოველწლიურად 30%-იანი ზრდა აქვს. ამჟამად კომპანიას 500-ზე მეტი ავტომობილი ჰყავს იჯარით გაცემული და არაერთ მსხვილ კორპორაციასთან თანამშრომლობს. „ევროპქარი“ უკვე სომხეთის ბაზარზეა, ასევე წარმატებით ოპერირებს უზბეკეთში და რეგიონის ქვეყნებს ავტომობილების გაქირავებასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას სთავაზობს. ფრანგული კომპანია Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც გასულ წერს ესპანური ბრენდი Goldcar-იც დაიმატა. კომპანია ორივე საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. Europcar Georgia-ს ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)