|
2025-07-11 11:28:14, 1994 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი ბიზნესისთვის: პირველი Android EFTPOS ტერმინალი სალაროს ფუნქციონალით
დღეიდან ლიბერთი ბანკმა, BS/2 Georgia-სთან პარტნიორობით, თავისი ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი პროდუქტი - ფისკალური Android POS ტერმინალი წარადგინა, რომელიც საბარათე გადახდებისა და სალარო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას ერთ მოწყობილობაში აერთიანებს. ფისკალური Android POS აღჭურვილია თანამედროვე უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიით და მხარდაჭერილია საერთაშორისო გადახდის სისტემებით,როგორიცაა Visa, MasterCard და UnionPay. აღნიშნული ტერმინალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო გადახდები, მიიღოს ქვითარი და ერთდროულად აწარმოოს საბარათე და სალარო ოპერაციები. აღსანიშნავია, რომ ტერმინალის სალარო ფუნქციონალის ნაწილი სრულიად უფასოა - ბიზნესს შეუძლია ტერმინალის მოთხოვნა, და ინსტალაცია ყველანაირი კაპიტალური დანახარჯის გარეშე, რაც სალარო აპარატის შეძენისა და ტექნიკურ მომსახურების ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ლიბერთი, პარტნიორ კომპანიებს Andriod POS ტერმინალით მიღებულ გადახდებზე კონკურენტულ ტარიფებს სთავაზობს როგორც ლიბერთი ბანკის, ისე სხვა ბანკებისა და საგადახდო პროვაიდერების მიერ გაცემულ ბარათებზე. ასევე, ბიზნესებს სთავაზობს მარტივ ინტეგრაციას, მრავალფუნქციურ სერვისებს, მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას, ტრანზაქციებზე დეტალურ და რეგულარულ ინფორმაციას, ინდივიდუალურად მორგებულ ტარიფებსა და საუკეთესო ლოიალობის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას. მეწარმეებს, რომელთაც სურთ საკუთარ ობიექტში ლიბერთის POS ტერმინალის განთავსება, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი ბმულზე: https://libertypayments.ge/application/create ან დარეკონ ნომერზე: 0322 55 55 00. ბიზნეს ანგარიშის გახსნა შესაძლებელია დისტანციურად - https://libertybusiness.ge ბარათის მიღება, ინტერნეტ ბანკის გააქტიურება და სმს ბანკის სერვისის ჩართვა ავტომატურად მოხდება რეგისტრაციის პროცესში. ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)