|
2025-07-04 16:05:08, 1804 ნახვა
ეკონომიკა
ყაზახი ბლოგერები და ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ
ყაზახი ბლოგერები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მოგზაურობენ. ბლოგერებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები და აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ასევე ეწვევიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მთიან აჭარას და ადგილობრივ ღვინის მარნებს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები ასიათასობით გამომწერს უზიარებენ. პარალელურად, რეგიონს სტუმრობს ყაზახი ტუროპერატორებიც, რომლებიც აჭარის შესახებ მომზადებულ ტურპაკეტებს ყაზახ ტურისტებს შესთავაზებენ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სამიზნე აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია აჭარის მრავალფეროვანი სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ. შესაბამისად, ვაგრძელებთ სამიზნე ქვეყნებიდან ინფლუენსერებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევას, რომლებიც პოტენციურ ტურისტებს საინტერესო ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ და ასიათასობით გამომწერს გაუზიარებენ აჭარაში მოგზაურობის ემოციებსა თუ შთაბეჭდილებებს,“ აცხადებს თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. "როგორც გამოცდილი ინფლუენსერი, რომელმაც უკვე 53 ქვეყანაში ვიმოგზაურე, რეკომენდაციას ვუწევ ტურისტებს ჩამოვიდნენ ბათუმში, დაისვენონ შავ ზღვაზე და გამოსცადონ საოცარი ქართული სტუმართმოყვარეობა. რადგან ბათუმი შავ ზღვაზე მდებარეობს, დღის განმავლობაში ტურისტებს შეუძლიათ ზღვით ისიამოვნონ, შემდეგ კი უგემრიელესი კერძები დააგემოვნონ, რასაც აქ მდებარე უამრავი რესტორანი სთავაზობს მათ. აქვეა ულამაზესი ტურისტული ადგილები და ღირსშესანიშნაობებიც. ვფიქრობ, ერთი კვირით მაინც უნდა ესტუმრო ბათუმს, რომ კარგად დასვენება და მთაში მოგზაურობაც შეძლო. “ ამბობს საულ სერგაზინოვა, ყაზახი ინფლუენსერი.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)