21:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 13:01:51, 1041 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილმა დაადასტურა, როეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"არა, არაფერს მხარი არ დაუჭერია. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ცრუ და ასეთი დეზინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენი მხარდაჭერა მას არ აქვს, თუმცა, თავად დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონის და უკრაინის დელეგაციის, ასევე ცნობილი ჯგუფების - უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია, რომ ასე უნდათ დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ის ნახევარი წინადადება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი არანაირი მხარდაჭერა არ ექნებოდა", - ამბობს ის.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეზოლუციის კრიტიკის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ მას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია სხდომაზე ქართული ოცნების წარმომადგენელმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა

დეკლარაციაში შევიდა მოწოდება სირიის მთავრობისადმი, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics