|
2025-07-04 12:55:01, 1357 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის საუკეთესო sub-custodian ბანკები მსოფლიოს შვიდ რეგიონსა და 83 ქვეყანაში დაასახელა. დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკმა ქვეყანაში საუკეთესო sub-custodian ბანკის აღიარება მიიღო. „Sub-custodian ბანკების როლი სტრატეგიულად სულ უფრო მნიშვნელოვანი და ტექნოლოგიური ხდება. ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისა და გლობალური ფინანსური ოპერაციების მნიშვნელობის ზრდის გამო, ეს მიმართულება ფინანსური სექტორისთვის შეუცვლელი ხდება. Global Finance-ის ამ დაჯილდოებით ვაღიარებთ ინსტიტუტებს, რომლებიც კასტოდიან სერვისების მაღალი სტანდარტების დამკვიდრების კუთხით ლიდერობენ“, - აღნიშნა გამოცემის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი საუკეთესო sub-custodian ბანკების დაჯილდოებაში 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას და ამ წლების განმავლობაში ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო sub-custodian ბანკად დაასახელა. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს მაღალი ხარისხის, სანდო და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურების შექმნისთვის ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, ვავითარებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს და რაც მთავარია, არ ვჩერდებით, რათა კიდევ უფრო მეტი ინოვაცია დავნერგოთ ამ მიმართულებით” – აღნიშნა საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ. გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით, Global Finance-ის რედაქცია 2024 წლის მონაცემების ანალიზს დაეყრდნო. შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ბაზრის სიღრმისეული კვლევების შედეგები, ისე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები. აპლიკანტების საქმიანობის ეფექტურობის შესაფასებლად კონკრეტული კრიტერიუმები დადგინდა, მათ შორის: მომხმარებლის კმაყოფილების დონე, სერვისების ხარისხი, ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენება, ბიზნესის მდგრადობის სტრატეგია, ანგარიშსწორების შემდგომი ოპერაციები და სხვა. ინფორმაციისთვის, კასტოდიანი ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი კი წამყვანი sub-custodian ბანკია ქვეყნის მასშტაბით და იგი მომხმარებელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)