|
2025-07-03 13:41:12, 1265 ნახვა
ეკონომიკა
ყველაფერი, რაც PLUS დაბადების დღისთვის უნდა იცოდეთ
5 ივლისი ახლოვდება, წლის საუკეთესო დრო შოპინგისთვის. ამ დღეს ნებისმიერ სასურველ ნივთს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ. თუ PLUS ქულებს აგროვებდით და 5 ივლისისთვის მზად ხართ, საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანის გახარებას მარტივად შეძლებთ. იმისთვის, რომ ამ დღეს მომზადებული შეხვდეთ, გიზიარებთ რჩევებს, თუ რა უნდა იცოდეთ PLUS დაბადების დღეზე: როგორ ვიხდი PLUS ქულებით? ფიზიკურ მაღაზიაში გააფრთხილეთ მოლარე, რომ PLUS ქულებით აპირებთ გადახდას, ონლაინ გადახდისას კი მიუთითეთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი და დაინახავთ ქულებით გადახდის ფუნქციას. თუ ჩვეულებრივ 400 PLUS ქულა 1 ლარის ეკვივალენტი იყო, PLUS-ის დაბადების დღეზე, 1 ლარი 200 PLUS ქულა გახდება. *გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებით სარგებლობისთვის ბარათი, რომელსაც იყენებთ, არ უნდა იყოს დაბლოკილი, ვადაგასული და არ უნდა გიფიქსირდებოდეს დავალიანება. შემიძლია საფასურის ნაწილი PLUS ქულებით, ნაწილი კი თანხით გადავიხადო? თუ სასურველი ნივთისთვის საკმარისი ქულა ვერ შეაგროვეთ, მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში შეგიძლიათ ნაწილი ქულებით, ნაწილი კი ბარათით, ნაღდი ფულით ან ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით გადაიხადოთ. *გაითვალისწინეთ, რომ -50%-იანი ფასდაკლების შეთავაზება მხოლოდ ქულებით გადახდილ ნაწილზე მოქმედებს. თუ ნივთის ღირებულება 200 ლარია და თქვენ 50 ლარის პლუს ქულები გაქვთ, ქულების ღირებულება გაორმაგდება, 100 ლარს PLUS ქულებით დაფარავთ, ხოლო დარჩენილ 100 ლარს - თანხით. ონლაინ გადახდისას კი ნივთის საფასური მთლიანად პლუს ქულებით უნდა დაფაროთ. სად შემიძლია ვისარგებლო შეთავაზებით? შეთავაზებით პარტნიორ მაღაზიებში ისარგებლებთ, რომელთა სია ძალიან გრძელია, ანუ თითქმის ყველგან. მაშინაც თუ მაღაზიას კონკრეტულ ნივთზე უკვე ფასდაკლება აქვს, ფაქტობრივად, PLUS ქულებით ორმაგი ფასდაკლება გექნებათ. შეგიძლიათ იმდენჯერ გადაიხადოთ, რამდენჯერაც გსურთ, სანამ ქულები არ ამოგეწურება, შეზღუდვა არ გაქვთ. დაბადების დღის შეთავაზება მხოლოდ მაღაზიებში შოპინგისთვისაა. თუკი ნაყიდი ნივთის დაბრუნება მოგინდათ, უპრობლემოდ შეძლებთ. ფიზიკურ მაღაზიაში შესრულებული გადახდის გაუქმებისას ქულები მომენტალურად დაგიბრუნდებათ, ონლაინ გადახდის შემთხვევაში კი ცოტა მეტი დრო იქნება საჭირო. *გაითვალისწინეთ, რომ კომუნალურების გადახდისას, ბალანსის შევსებისას ან სამგზავრო ბარათის ყიდვისას PLUS ქულების ღირებულება არ გაგიორმაგდება. MR ქულებს PLUS ქულებში გადავცვლი? თუ AmEx საკრედიტო ბარათს იყენებდით და MR ქულები დაგიგროვდათ, PLUS-ის დაბადების დღეზე თქვენც შეძლებთ შეთავაზებით ისარგებლოთ. MR ქულებს PLUS ქულებში მობილბანკში სულ რამდენიმე წამში გადაცვლით, თანაც ძალიან კარგი კურსით, დაგროვილი MR ქულებით სამჯერ მეტ PLUS ქულას შეიძენ, (1MR = 3 PLUS). ასევე, შეგიძლიათ PLUS ქულები სხვას გადაურიცხოთ. თუ სურვილამდე სულ ცოტა გაკლიათ, შეგიძლიათ ახლობლების დახმარება გამოიყენოთ, ან თუ მეგობრებს საერთო ნივთის ყიდვა გსურთ, ქულების გაერთიანებით საქმე გაგიმარტივდებათ. ასე რომ, იმედია, უკვე მზად ხართ შოპინგის დღესასწაულისთვის და იცით, რისი ყიდვა გსურთ. ხოლო, თუ ჯერ ისევ ვერ გადაგიწყვეტიათ, ამ ბმულზე პარტნიორი მაღაზიების გრძელ სიას და ყველა შესაძლო კითხვაზე დეტალურ პასუხს იპოვით.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)