|
2025-07-02 21:03:49, 1449 ნახვა
პოლიტიკა
ისრაელის საელჩო - შევძრწუნდით საქართველოს საგარეო მინისიტრის მოადგილის მიერ ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო
ისრაელის საელჩო შეძრწუნებულია „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სოლიდარობის გამოცხადების გამო - ამის შესახებ ისრაელის საელჩომ რადიო თავისუფლებას კითხვის პასუხად განუცხადა. „შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო სოლიდარობის ღონისძიებას თბილისში, ირანის საელჩოში... იმ დროს, როდესაც დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას ისრაელის საელჩოში. რადიო თავისუფლებამ მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის ირანის საელჩოში ვიზიტის შესახებ კითხვა დაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“. დღეს, 2 ივლისს გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ:
„მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ“, - იუწყება ირანის საელჩო საქართველოში და მადლობას უხდის „მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)