|
2025-07-01 11:59:41, 602 ნახვა
პოლიტიკა
უკანონო მიგრაციის გამოსავლენად, შსს-ს უცხოელის სახლში და სამსახურში შესვლის უფლება ექნება
ქართული ოცნების კანონპროექტით, საქართველოში არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით, შსს-ს უცხოელის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შემოწმების, ან სხვაგვარ კერძო საკუთრებაში შესვლის უფლებაც ექნება. შესაბამისი ცვლილებები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მას 1-ელი მოსმენით მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე დაუჭირეს. ოცნების ინიციატივით, კანონს შემდეგი პუნქტები ემატება:
ასევე, კანონპროექტით, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შემოწმების დროს, შსს-ს წარმომადგენელს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერებაც შეეძლება. სამუშაო ადგილის შემოწმების დროს, შსს-ს უფლება ექნება, დამსაქმებელს იმ დოკუმენტის დათვალიერება მოსთხოვოს, რომელიც უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს ადასტურებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)