10:29 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 11:00:49, 596 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - პაატა ბურჭულაძეს მე გადავუხდი ფულს მინი სტადიონის დასაქირავებლად

საოცრება იყო განცხადება, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჭულაძეს იმისთვის, რომ დაიქირაოს სტადიონი - მე გადავიხდი, მზად ვარ, ოღონდ არა „დინამოს", არამედ რამე მინი სტადიონს ავიღებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „დინამო არენა“ კერძო საკუთრებაშია გადაცემული და მერია ღონისძიების ორგანიზებასთან კავშირში არაა.

„აბსოლუტურად გაუგებარია. „დინამო არენა“ არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან?! შემდეგი განცხადება კიდევ უფრო მეტად საოცრება იყო, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჭულაძეს იმისთვის, რომ დაიქირაოს სტადიონი. მე გადავიხდი, მზად ვარ, ოღონდ არა „დინამოს", არამედ რაიმე პატარა, მინი სტადიონს ავიღებ. ამისთვის მზად ვარ," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე თბილისის მერიას მიმართავს, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს.

„სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადო," - განაცხადა ბურჭულაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360“ გრადუსი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics