|
2025-06-30 11:48:02, 406 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე - 61-ე წელში გადავედი კაცი, ათასი რამ მინახავს
61-ე წელში გადავედი კაცი, ათასი რამ მინახავს, მაგრამ შიმშილობა მიმართული იყოს არა ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაც მოთხოვნით, არამედ თვითონ ოპოზიციის შიგნით, რაღაცებში გადასარწმუნებლად, არათუ მინახავს, არც მსმენია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, ხოშტარიას ამ განცხადებას ოპოზიციაშიც კრიტიკული შეფასებები მოჰყვა და „თვითონაც კი მიხვდნენ, რომ ეს იყო უკიდურესად წარმოუდგენელი ნაბიჯი". „61-ე წელში გადავედი კაცი. მე ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, მათ შორის, მიშიმშილია კიდეც. ათასი რამ მინახავს ამ ქვეყანაზე, მაგრამ შიმშილობა მიმართული იყოს არა ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაც მოთხოვნით, არამედ თვითონ ოპოზიციის შიგნით, რაღაცებში გადასარწმუნებლად, ასეთი რამ არათუ მინახავს, არც მსმენია. მართლა არასერიოზული და არათანმიმდევრული ხალხია. ნახეთ ახლა, მის ამ განცხადებას, თვითონ ოპოზიციაში რა შეფასებები აქვთ. თვითონაც კი მიხვდნენ, რომ ეს იყო უკიდურესად წარმოუდგენელი ნაბიჯი. არათუ გაუთვლელი, არამედ ყოველგვარი ლოგიკისაგან დაცლილი. ეს არის მათი სახე. ერთმანეთი ეჯავრებათ და აბსოლუტურად ალოგიკურ ნაბიჯებს დგამენ. მოდით, ამ 2-დღიან შიმშილობის ისტორიას გადავხედოთ. როდესაც მე ვიწყებდი შიმშილობას ან ვინმე, ჩვენ წინასწარ გვქონდა განსაზღვრული, რა მოთხოვნები უნდა გვქონოდა. იყო ეს შიმშილობა დაწყებული მოთხოვნაზე - „მოდი გავერთიანდეთ"?! არა. დაიწყეს აბსოლუტურად გაუთვლელი შიმშილობა. მერე დაინახეს, რომ ამას ხალხი არ აჰყვა და ეს პოპულარული არაა ხალხში. მერე ეძებდნენ აქედან ლამაზად გამოსვლის გზებს და იპოვეს ვითომ, ასეთი გამოსავალი, ყოვლად არათანმიმდევრული“, - განაცხადა შარმანაშვილმა. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. კერძოდ, „პალიტრანიუსის“ გადაცემის „პოლიტ ქალაქის“ წამყვანის კითხვაზე: „თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“, ელენე ხოშტარიამ უპასუხა: „კი“.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)