|
2025-06-28 14:39:11, 793 ნახვა
პოლიტიკა
ALDE-ს საბჭოზე ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხეს
ფინეთში, ქალაქ ჰელსინკიში ევროპული პოლიტიკური გაერთიანებული, „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წაიკითხეს ზურაბ ჯაფარიძის წერილი, რომელიც მან ციხიდან გაუგზავნა სესიას. წერილი ALDE-ს პრეზიდენტმა სვენია ჰანმა წაიკითხა. „ვწუხვარ, რომ წლევანდელ ALDE საბჭოზე პირადად არ ვარ, რუსთავის ციხიდან მოგმართავთ, სადაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით მაკავებს რუსეთის მხარეს დამდგარი ქართული ოცნების რეჟიმი“, - წერს ჯაფარიძე. ის ასევე აღნიშნავს, რომ მარტო არ არის და „60-ზე მეტი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკური ლიდერი იმყოფება ციხეში მტკიცებულებებისა და კანონიერი სასამართლოს გარეშე — მხოლოდ იმიტომ, რომ იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენს ევროპულ არჩევანს“. ჯაფარიძე მათ შორის ასახელებს „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს. „ქართული ოცნების რეჟიმმა რუსული ტიპის კანონებით სასტიკი შეტევა დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, პოლიტიკურ პარტიებსა და აკადემიურ თავისუფლებაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცა რეპრესიების იარაღად. პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან, ჟურნალისტებს თავს ესხმიან და აპატიმრებენ, კრიტიკოსებს უვრცელებენ ცილისმწამებლურ კამპანიებს, ხოლო სიტყვის თავისუფლება მწვავედ იზღუდება. და მაინც, ქართველი ხალხი არ ნებდება“, - მიმართავს ზურა ჯაფარიძე ALDE-ს. „უკვე 212 დღეა, მოქალაქეები ყოველდღიურად მშვიდობიანად აპროტესტებენ ამ რეჟიმს, მიუხედავად ძალადობისა, დაკავებებისა და ადმინისტრაციული დევნისა“. პოლიტიკოსი ასევე წერს, რომ შექმნილ კრიზისს „ვერ მოაგვარებს ცარიელი დიალოგი“: „მისი გადაჭრა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლებით არის შესაძლებელი“, - წერს ჯაფარიძე და მადლობას უხდის ALDE-სა და მის წევრებს „ქართული დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერისთვის“. „ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ (ALDE) პრეზიდენტი, ევროპარლამენტის წევრი, გერმანელი პოლიტიკოსი სვენია ჰანი 24 ივნისს გამოეხმაურა საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას. „აღშფოთებული ვარ! საქართველოში რეჟიმმა ლიბერალური ოპოზიციის კიდევ სამი ლიდერი დააპატიმრა. ეს პოლიტიკური დევნაა“, - განაცხადა მან. „საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების ეროზია ჩვენ თვალწინ ხდება. „ქართული ოცნების“ რეჟიმს უნდა ეშინოდეს მიმდინარე დემონსტრაციების, მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლისა და ხმამაღალი ოპოზიციის“.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)