11:17 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 11:52:14, 632 ნახვა

პოლიტიკა
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალი წევრები საზოგადოებას 29 ივნისს, პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ

ელენე ხოშტარიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალი წევრები სოლიდარობას უცხადებენ და საზოგადოებას 29 ივნისს, პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ.

სხვადასხვა პოლიტიკური ძალის პოლიტიკოსებმა, რომლებიც პარლამენტთან შეიკრიბნენ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ისინი საზოგადოებას, ხვალ, 29 ივნისს პარლამენტთან მისვლისკენ და „რეჟიმის ჩამონგრევისკენ მოუწოდებენ“.

„ქალები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან მოვედით პარლამენტთან ელენე ხოშტარიასთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად. მას როგორც პოლიტიკოსს, როგორც ქალს, როგორც დედას ვუცხადებთ სოლიდარობას და ვაფასებთ ამ თავგანწირვის აქტს. ამავდროულად ჩვენ ერთად მოვუწოდებთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ცხადად ხედავს და გააზრებული აქვს სიტუაციისა და ვითარების სიმძიმე, ამიტომ გთხოვთ 29 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე ოჯახებით მივიდეთ პარლამენტთან და სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცადოთ პოლიტიკოსებს, სინდისის პატიმრებს, რეჟიმის ტყვეებსა და ქალ პოლიტპატიმრებს, რომ ჩვენ რეჟიმის ჩამონგრევა შევძლოთ“ - აცხადებენ ქალი პოლიტიკოსები.

ცნობისთვის, ხვალ, 29 ივნისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქციაა დაანონსებული, რომელსაც როგორც პოლიტიკური პარტიების წევრები, ისე საზოგადოებრივი ჯგუფებიც უერთდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics