|
2025-06-27 18:35:57, 1500 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მწვანე ინიციატივების მხარდაჭერასა და საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის დაცვას აქტიურად განაგრძობს
საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინიციატივებს ახორციელბს. ფინანსური ინსტიტუტისათვის ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რის გამოც მრავალი წელია ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან - CNF ერთად საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელის, ფშავ-ხევსურეთის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია. აღნიშნული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 520,000 ჰექტარია და მოიცავს 11 ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა ცენტრს, რომლებიც 350-მდე ადამიანს ასაქმებს, მათ შორის – რეინჯერებს, რომლებიც ბიომრავალფეროვნების დაცვაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ფარავს ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს, რითაც ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების მდგრად კონსერვაციას. “საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებისთვის, მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს - როგორც ბიზნესებისთვის, ისე საზოგადოებისა და ინდივიდებისთვის. ამ მიზნების მისაღწევად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სანდო და კომპეტენტურ პარტნიორებთან CNF-თან, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 2009 წლიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის კონსერვაციასა და შენარჩუნებაში, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. სულ მალე კი საქართველოს ბანკი ახალ ინიციატივას - წერილები ბუნებისგან გააჟღერებს, რომელი საქართველოს ბანკისა და CNF - კავკასიის ბუნების ფონდის ერთობლივი პროექტია. საქართველოს ბანკისა და CNF-ის კოლაბორაციით იქმნება ინიციატივა ბუნების დასახმარებლად. ინიციატივა ბრენდებისა და ბუნების კავშირის ახალ სტანდარტს შექმნის. პროექტი მიზნად ისახავს:
ახალ კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტომ - ლივინგსტონმა იმუშავა.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)