|
2025-06-27 16:04:06, 678 ნახვა
პოლიტიკა
ახალგაზრდული ჯგუფები - 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან; მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი
29 ივნისს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან. როგორც ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, დღეს, „როცა რეჟიმს ძალაუფლება მიტაცებული აქვს, დატყვევებული ჰყავს ყველა პროფესიის ადამიანი, ყოველდღე იღებს ახალ-ახალ კანონებს, მნიშვნელოვანია ბრძოლა გაგრძელდეს“. პლატფორმა „12 სართულის“ წარმომადგენლის ვადო მაჭავარიანის განცხადებით, დღეს ისე, როგორც არასდროს საჭიროა ყველას ერთად დგომა. „დღეს, როცა იმის რეალურ ზღვარზე ვართ, რომ ეს ქვეყანა საბოლოდ წავიდეს უფსკრულისკენ, გთხოვთ, რომ ისევ დავდგეთ ერთად. 29 ივნისს, 20:00 საათზე გელოდებით აქ, პარლამენტთან. მნიშვნელოვანია მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ სამი რამ: რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით. 29 ივნისს მნიშვნელოვანია, რომ კვლავ დავინახოთ ერთმანეთი და ახალი სიცოცხლე მივცეთ პროტესტს, გავაკეთოთ ერთგვარი „რესტარტი“ და ამ დღიდან დავიწყოთ კიდევ უფრო მიზანმიმართული ბრძოლა და სვლა რეალური შედეგებისკენ. რეჟიმს დღეს ძალაუფლება მიტაცებული აქვს, დატყვევებული ჰყავს ყველა პროფესიის ადამიანი, ჩვენი მეგობრები. ყოველდღე იღებს ახალ-ახალ კანონებს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ბრძოლა განვაახლოთ, მივცეთ მას ახალი სიცოცხლე. დღეს ისე, როგორც არასდროს საჭიროა ჩვენი ყველას ერთად დგომა და ბრძოლა არა რაიმე ინტერესებისთვის, არამედ ჩვენი სამშობლოსთვის, მისი ეროვნული იდენტობისთვის, მისი ბედნიერი, ნათელი მომავლისთვის“, - განაცხადა ვადო მაჭავარიანმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)