05:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 13:32:09, 860 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას, ყველაფერი დევს ხელისგულზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას. ყველაფერი დევს ხელისგულზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს საქართველოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების კრიტიკოსებს სურთ „მათთვის საინტერესო“ ინფორმაციას მიაკვლიონ, თუმცა მთავრობა გამჭვირვალედ და პრინციპების დაცვით მუშაობს.

„საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას. ყველაფერი დევს ხელისგულზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს საქართველოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩვენი კრიტიკის მოსურნეები დღემდე ეძიებიან მათ და მათთვის საინტერესო ვერაფერი ნახეს იმიტომ, რომ მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და პრინციპებს შესაბამისად.“- განაცხადა მან.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოხელეთა დეკლარაციები და მასზე წვდომა მეორე დღესვე აღდგა.

„ასევე ჟურნალისტებმა მკითხეს, რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, დავინტერესდი და მეორე დღესვე გაიხსნა ყველა დეკლარაცია. აქაც ეძებენ გარკვეულ საკითხებს, თუმცა დღემდე წარუმატებლად, რაც არის ძალიან კარგი“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics