07:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-25 10:02:03, 941 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი თავისუფლებას იმსახურებენ.

„საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების გასამართლება და დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და ბევრი სხვა დაკავებული იმსახურებენ თავისუფლებას, ახლავე“, - წერს სენატორი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics