|
2025-06-23 20:43:52, 670 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების პირობები მკაცრდება
ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, თუ აქამდე რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რომ უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონდარღვევისთვის დაჯარიმდება არა მხოლოდ უცხოელი, რომელიც წესს დაარღვევს, არამედ მისი დამსაქმებელიც. „დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე. ეს არის მიგრაციის თემა, აქ ჩვენ გვაქვს სიახლეები. აქ ჩვენ გვაქვს ცვლილებები სამი მიმართულებით. პირველი – მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც, გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა. მეორე საკითხი შეეხება შრომით მიგრაციას. ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, თუ აქამდე რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რომ უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრი პირობების გათვალისწინებით, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს, რამდენად დეფიციტურია ესა თუ ის პროფესია, რამდენად არის ჭარბი მოთხოვნა. ეს ერთი მხრივ, გააადვილებს ქართველებისთვის დასაქმებას და მეორე მხრივ, ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე მოგვცემს ზუსტ მონაცემებს. იმ მიმართულებით, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი, გადამზადების პირობებს განსაზღვრავს სახელმწიფო“, – განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული სამართლებრივი რეგულაციებით, საქართველო კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი ქვეყანა იქნება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებით. „ჩვენ დღეს ერთი მხრივ შრომით ბაზარზე გვაქვს დეფიციტი და მეორე მხრივ, კვლავ ბევრი ადამიანი გვყავს დაუსაქმებელი. ამით საშუალება მოგვეცემა, განვსაზღვროთ ის სფეროები, სადაც შეიძლება დასასაქმებელი პირების გადამზადებით მივიღოთ მეტი დასაქმებული საქართველოს მოქალაქე. რა სანქციები იქნება? სანქცია – მკაცრი ჯარიმა არ იქნება მხოლოდ უცხოეთის მხოლოდ იმ მოქალაქისთვის, რომელიც ამ ნებართვის გარეშე იმუშავებს, არამედ ეს ჯარიმა იქნება დამსაქმებლისთვისაც, რომ არალეგალურად არ დაასაქმონ უცხოელი მოქალაქეები. ასეთი სამართლებრივი რეგულაციებით პასუხისმგებლიანი ქვეყანა ვიქნებით, მათ შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ამ პირობებს მკაცრად შევასრულებთ. არავის ექნება საბაბი, ამ მიმართულებით შენიშვნა მოგვცეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)