|
2025-06-23 18:48:21, 693 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ცქიტიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებაზე - ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ
თითოეული დაკავებულის უკან დგას ბევრი ადამიანი და დგას მტკიცე ნება იმის, რომ არ შევურიგდეთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შემდეგ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ოფისთან განაცხადა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად დაკავებულების მხარდასაჭერად მივიდა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში რუსული რეჟიმი ვერ ჩამოყალიბდება მანამ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია პროტესტის გამოხატვა. “ჩვენ ერთი და მთავარი იარაღი გვაქვს ხელში, ეს არის სიმართლე, რომელიც არის ჩვენს მხარეს. იმ ადამიანებს არ აქვთ აღარც სიმართლე, აღარც ძალა და ეს არის თავის საკუთარ შიშებთან და კომპლექსებთან ბრძოლა. თითოეული დაკავებულის უკან დგას ბევრი ადამიანი და დგას მტკიცე ნება იმის, რომ არ შევურიგდეთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ისე ხორციელდება, როგორც უკვე აპრობირებულია რამდენიმე ქვეყანაში და ამის უკან დგანან რუსული სპეცსამსახურები. სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, ერთმანეთში ვილაპარაკოთ, სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, რომ პროტესტი გამოვთქვათ, ეს რეჟიმი ვერ ჩამოყალიბდება, ამიტომაც, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ ეს შეგვიძლია”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)