|
2025-06-23 18:02:27, 711 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები ყოველთვის სისუსტის ნიშანია, ეს არის დასასრულის საწყისი
პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, ეს არის დასასრულის საწყისი , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფისში ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მოსამართლემ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 8 -8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს რეჟიმი არის მისული იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი ეშველება. „პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, ეს არის დასასრულის საწყისი. ყველანი უნდა ვიყოთ მხნედ, როგორც მამუკაც და ბადრიც არიან. ბევრი ვისაუბრეთ ერთად და არიან დიდი შემართებით. ასეც იქნებიან. ვიცით, რომ ცოტა მოთმინება გვჭირდება, მაგრამ ეს რეჟიმი არის მისული იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი ეშველება. გვექნება გეგმა, პასუხი რეპრესიაზე იქნება ჩვენი ერთობლივი გეგმა და ამის შესახებ გექნებათ სრული ინფორმაცია, როცა ამის დრო დადგება. დღეს დრო არის ის, რომ ყველანი ერთად აქ ვიყოთ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ. საზოგადოებამ უნდა გამოუცხადოს ასევე ყველა პოლიტპატიმარსა და სინდისის პატიმარს სოლიდარობა. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვიან დღეს. აღარ გვყავდა მაგალითები და დღეს გაგვიჩნდა ახალგაზრდები და პოლიტიკოსები, როგორც მაგალითები. მე ვაპირებ, რომ საღამოს, სხვა პარტნიორებთან ერთად გავაკეთო განცხადებები სწორედ ჩვენი პარტნიორების მიმართულებით. ეს კვირა არის ერთ-ერთი დატვირთული კვირა არამხოლოდ ირანი-ისრაელისა და და აშშ-ის მოვლენების შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ხვალ იწყება ნატო-ს სესია. ამ კვირის ბოლოს ევროპული საბჭოსი. ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენი საკითხი არავის უნდა დაავიწყდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე დაბარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს „გახარიას დაჭერაც უნდა“. „ძალიან უნდათ გახარიას დაჭერაც. მე მიკვირს ერთი რამ - ვიღაცებს აქვთ თურმე უფლება, რომ დისტანციურად ჩაერთონ ე.წ. კომისიაში და ვიღაცას არ აქვს. ეს არის ორსტანდარტიანი... ძალიან გაუგებარია. გვესმის რა ხდება, მაგრამ მაინც გაუგებარია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)