|
2025-06-23 16:15:05, 684 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იმავე შემართებით
გვარამიამ, ზურა ჯაფარიძემ, ოქრუაშვილმა, ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ არ აღიარეს ეს სისტემა და არ აღიარებენ მათ შორის, ციხეში წასვლის ხარჯზე, სრული სოლიდარობა ყველას - უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იმავე შემართებით - არ აღიარება, არ მიღება, დელეგიტიმაცია და ამ ხალხის ჩამოშორება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ არ აღიარება „მთავარი იარაღია“. „დღეს კომიკურმა ავტოკრატებმა პოლიტიკური ოპონენტების დაჭერის შესახებ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს. მოვისმინეთ განაჩენი მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, რომ ის წავა ციხეში. ასევე, ჩატარდა ნიკა მელიას პროცესი და მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ისიც დაიჭირონ რაღაც გაუგებარი ბრალდებით. სავარაუდოდ, დღეს 5 საათზე ბადრი ჯაფარიძეზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. დღეს, ჩვენ „ჰეზბოლას“ სტუმრის, ირაკლი კობახიძის ისტერიული განცხადება ვნახეთ, რომელიც ამბობს, რომ არ აღიარების გამო ყველას დაიჭერენ. დიახ, არ აღიარება არის მთავარი იარაღი. ნიკა გვარამიამ, ზურა ჯაფარიძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ არ აღიარეს ეს სისტემა და არ აღიარებენ მათ შორის, ციხეში წასვლის ხარჯზე. ამიტომ, სრული სოლიდარობა ყველას. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იმავე შემართებით - არ აღიარება, არ მიღება, დელეგიტიმაცია და ამ ხალხის ჩამოშორება“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)