04:52 - 13 Jul, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 13:40:58, 643 ნახვა

პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი - ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება

საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია - ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, ევროკავშირი მზადაა, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კვლავ დაეხმაროს.

„საქართველოსა და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა, მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს, თქვენთან სოფლებში თუ ქალაქებში.

2023 წლეს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება, ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობასა და კეთილდღეობას! ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას, ამიტომაც ვართ ერთად!

თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ.

დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით, წინ საქართველო! წინ!“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი- დღეს მთავარია, ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები არ გავიმეოროთ
ამერიკელი დიპლომატი და არასამთავრობო ორგანიზაციათა განვითარების კონსულტანტი საქართველოში არ შამოუშვეს
მაკა ბოჭორიშვილი-17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ
პაპუაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში ხელოვნური დაპირისპირებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი