|
2025-06-19 17:36:24, 1029 ნახვა
ეკონომიკა
სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია დასრულდა —- მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია დასრულდა. სასტუმრო 20 ივნისიდან მიიღებს პირველ სტუმრებს და მათ უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესთავაზებს. სასტუმრო ტელეგრაფი ცხრა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარსა და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, საქართველოს ბანკის და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რაც ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსრუქცია რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ტელეგრაფის არქიტექტორული კონცეფცია მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ სტუდიას Neri&Hu-ს ეკუთვნის. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ და დიზაინ პროექტებზე მუშაობს, მათ შორის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე და არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. ტელეგრაფის რეკონსტრუქცია მაღალი კლასის სასტუმროდ შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდა. რეკონსტრუქციის კონცეფცია, გარდა შესანიშნავი დიზაინისა, ითვალისწინებს მწვანე ენერგოეფექტური სასტუმროს შექმნას, რაც განახლებული შენობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ პარამეტრად მიიჩნევა. „საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ სილქ როუდ ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო - ტელეგრაფი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ღირებულია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის რადგან ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოელი ტურისტების მოზიდვას, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)