|
2025-06-19 16:50:31, 831 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი
ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთოოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის - ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც საელჩო ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა თვალთმაქცობაა. „ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთო/ოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის. ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის, მაგრამ ამავე დროს [ოპოზიციის მხრიდან] ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი იმისთვის, რომ თავისივე უარყოფილი ორგანიზაცია, რომელთა ხელმძღვანელებზე ზეწოლა მოახდინეს, პოლიტიკურად დაამცირეს და სერიოზულად გაილაშქრეს მის წინააღმდეგ მას მერე, რაც მათ საქართველოსთან მიმართებაში 2024 წლის ოქტომბერში პოზიტიური გადაწყვეტილება დადეს. ახლა მათ ჩამოსვლას ითხოვენ, რაც თვალთმაქცობაა. არჩევნებზე დამკვირვებლების რაოდენობაც იქნება და კომისიაში ყველა ოპოზიციას ეყოლება თავისი წარმომადგენელი. გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა არაა, რომელსაც ელექტრონული არჩევნების სისტემა აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, ევროპული სტანდარტით ჩაივლის და შედეგიც იქნება”, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)