|
2025-06-19 13:20:08, 1351 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „Generation Builders“ ისანში ახალ დეველოპერულ პროექტს ახორციელებს
საქართველოს ბანკი, დეველოპერული სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „Generation Builders“ ახალ დეველოპერულ პროექტს - „Tower Ketevan” მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ, ქეთევან დედოფლის #62-ში ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6.9 მლნ. დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.5 მლნ. დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც 15 სართულიან საცხოვრებელ სახლს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს აერთიანებს. კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და 2026 წლის აგვისტოში დასრულდება. ინფორმაციისთვის, 31 ივლისის ჩათვლით, სოლო მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. შეიძინეთ ბინა Tower Ketevani-ში, თანხის მინ. 30%-იანი გადახდის შემთხვევაში 5%-იანი ფასდაკლებით, ხოლო, სრულად გადახდისას − 6%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. „საქართველოს ბანკისთვის სამშენებლო დეველოპერულ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა მაცხოვრებლებისთვის როგორც ყოველდღიური კომფორტს, ასევე საინვესტიციოდ მნიშვნელოვან პოტენციალს უზრუნველყოფს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი სახვაძემ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)