|
2025-06-18 13:20:55, 865 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოში მედიის მდგომარეობასა და მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები იგეგმება
დღეს, 18 ივნისს, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართება - ცნობილია, რომ განხილვის მთავარი თემა მზია ამაღლობელის საქმე იქნება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრა 19 ივნისს იგეგმება. რეზოლუციის ამ დროისთვის არსებულ შეჯერებულ ვარიანტში 8 პუნქტია. ევროპარლამენტარები რეზოლუციით მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. დოკუმენტი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება.
ევროპარლამენტარები ასევე მკაცრად გმობენ "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე, მოწუოდებენ "ოცნებას", ყველა საქმე ეფექტურად გამოიძიოს და თავიდან აიცილოს დაუსჯელობის კლიმატი.
ევროპელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ინდივიდუალური სანქციები საქართველოში დემოკრატიული უკუქცევისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ. მიიჩნევენ, რომ სანქციები ასევე უნდა გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტან მოსამართლეებზე, ასევე რეჟიმს მხარდამჭერ ფინანსურ ხელშემწყობ პირებზე და რეჟიმთან დაკავშირებული მედია საშუალებების მფლობელებზე.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)