|
2025-06-17 21:50:50, 1096 ნახვა
პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი - ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მინისტრობის პერიოდში მას ჰქონდა ინფორმაცია როგორც ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების, ასევე, გზის გაყვანის საჭიროების შესახებ. შესაბამისი განცხადება ცქიტიშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა. ცქიტიშვილის თქმით, ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისიდან დაწყებული იყო მსჯელობა ჩორჩანაში ბორდერიზაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით, ამიტომ ხელისუფლებას იმ დროისთვის არსებული საფრთხეები უკვე შეფასებული ჰქონდა, ხოლო კონკრეტული ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით განხორციელდა. „ჩორჩანასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით ვალდებული ვიყავი გამეცა პასუხები. მე მაშინ ვიყავი ინფრასტრუქტურისა და რეგიონლაური განვითარების მინისტრი, ჩემთვის ცნობილი იყო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე გზის გაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით, რადგან არსებობდა როგორც ტერიტორიების მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის გააქტიურებული პროცესები. ვისთან რა ფორით იყო შეთანხმებული არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გზის გაყვანის პროცედურები დაიწყო. ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში მსჯელობა ჯერ კიდევ დაიწყო 2019 წლის დასაწყისში. ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა, შესაბამისად, მე ვარაუდობ, რომ სწორედ ეს იყო საფრთხედ შეფასებული. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ღონისძიებები, რომელიც იყო“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)