|
2025-06-17 15:27:17, 695 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაცია არის რუსული ინტერესებისა და დავალებების შესრულება
უსაფრთხოების დოკუმენტში საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ყოველთვის იყო რუსეთი - თქვენ ნახავთ, რომ საფრთხედ რუსეთი საერთოდ აღარ იქნება შეფასებული, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მთავრობის ხედვას, რომლის მიხედვითაც, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაცია იგეგმება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესებისა და დავალებების შესრულება. „ქვეყნის უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. უსაფრთხოების საბჭო არის იმიტომ, რომ იქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა როლები, რამაც უნდა დააბალანსოს და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. როცა ხდება ამის გაუქმება, ეს ნიშნავს, რომ ამბობ უარს კოლეგიურად უზრუნველყოფილ უსაფრთხოებაზე, სადაც ერთ პირზე კი არ არის ჩამოკიდებული, არამედ სხვადასხვა უწყებების მონაწილეობაზე. ფაქტობრივად, ამას გვერდით წევ. უსაფრთხოების დოკუმენტში საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ყოველთვის იყო რუსეთი. აი, ეს არის რეალობა, რატომაც ხდება. ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესებისა და დავალებების შესრულება. იმიტომ, რომ უსაფრთხოების საბჭო ფორმალობებს მოიცავს, დოკუმენტები საჯაროა ჩვენთვისაც, ჩვენც ვხედავთ, რა არის იქ საფრთხედ შეფასებული. თქვენ ნახავთ, რომ საფრთხედ რუსეთი საერთოდ აღარ იქნება შეფასებული კობახიძის მიერ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გეგმავს ესაუბროს ყველას, რათა კოორდინირებული და საერთო გადაწყვეტილება არსებობდეს. „მე ვაპირებ, რომ შევხვდე და დაველაპარაკო ყველას, რათა რაც შეიძლება კოორდინირებული და საერთო გადაწყვეტილება გვქონდეს თვითმმართველობაზე. ეს არ არის არჩევნები, არჩევნებს სხვა სტანდარტები აქვს. ის რაც აქ არის, ყველაფერია არჩევნების გარდა. ეს არის რეალობა. დამკვირვებლები აღარ იქნება, არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო, შეცვალეს კანონი, გააუარესეს საარჩევნო სისტემა. პოლიტიკური ოპონენტები ციხეში... მინდა, რომ ყველას გვქონდეს საერთო პოზიცია, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ. ამასთან, ვაშაძე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კომისია არის „კლოუნადა და გახარიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მივა თუ არა“. „თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მივა თუ არა. პირდაპირ ვამბობ, რომ „კლოუნადაა“ ეს კომისია, მეტი არაფერი. წულუკიანმა სულ „გააბანძა“ ეს კომისია და მთლიანად იქ რაც ხდება. კანონთან შემხებლობაში იქ არაფერი არაა და დაემსგავსა ვიწრო ჯგუფის ჭორაობას. წულუკიანს რამის თქმის თავი რომ ჰქონდეს და საზოგადოების არ ეშინოდეს, სასამართლოში მოვიდოდა და დაასაბუთებდა თავის პოზიციას. რატომ ეშინია სასამართლოში მოსვლის? რატომ არ მოდიან?“ - აღნიშნა ვაშაძემ. ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, შესაძლოა, გაუქმდეს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მთავრობა პარლამენტს მიმართავს.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)