|
2025-06-13 14:45:18, 762 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - ნიკა გვარამიას გარშემო აბსურდის თეატრი ტრიალებს
ნიკა გვარამიას გარშემო აბსურდის თეატრი ტრიალებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, გვარამიას მიერ დროებით საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა, “ნამდვილად არ არის კანონდარღვევა და არალეგალური მოქმედება”. “როცა თვითმარქვია პარლამენტის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული რეჟიმის არაკანონიერი კომისია გიბარებს და არ მიდიხარ, ეს კანონდარღვევა და არალეგალური მოქმედება ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიას გარშემო აბსურდის თეატრი ტრიალებს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. შეგახსენებთ, რომ გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით თავდაპირველად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)