|
2025-06-12 21:19:46, 685 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - მათე დევიძე არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო
მათე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს! , - ასე გამოეხმაურა “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მათე დევიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, “ქართული ოცნება” ამ „სისასტიკით ვერ გატეხს“ ქართველი ახალგაზრდებისა და ქართული საზოგადოების შეუდრეკელ სულს! “თავისუფლება მათეს დევიძეს! თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 წლის მათე დევიძე დღეს აღარ არის მხოლოდ ახალგაზრდა, რომელსაც უსამართლოდ მიუსაჯეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა, არამედ ის არის უსამართლო რეჟიმის მიერ სამაგალითოდ დასჯილი, ავტორიტარიზმთან შეურიგებელი ახალგაზრდა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი! ეს სრულიად შეუფერებელი სასჯელი, თავისი სიმკაცრით კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ „ქართული ოცნება“ ფეხქვეშ თელავს კანონს და თავის სასამართლოს იყენებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი მომავლის მხარდამჭერი, გულანთებული პროტესტანტების დასაშინებლად. თუმცა, ამ ბრუტალურობით, ამ სისასტიკით “ქართული ოცნება” ვერ გატეხს ქართველი ახალგაზრდებისა და ქართული საზოგადოების შეუდრეკელ სულს! მათე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს!” , - წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)